ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის სუპერგოლი მეორეზე გავიდა - Sky Sport-ის გამოკითხვა

ავსტრიის ბუნდესლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ნომინაციაში დონის ავდიაის გოლმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ოთარ კიტეიშვილის სუპერგოლი გავიდა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა „ზალცბურგს’’ გაუტანა. Sky Sport Austria-ს ცნობით, ავდიაის გოლმა ხმათა 58 პროცენტი მიიღო, კიტეიშვილის გოლმა - 37 პროცენტი.

ავდიაის გოლი აუსტრიასთან

რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მან ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზალცბურგს'' ულამაზესი გოლი გაუტანა.

კიტეიშვილის სუპერგოლი

ოთარ კიტეიშვილს „შტურმთან’’ კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ეწურება. გასულ თვეში გრაცის „შტურმის’’ მმართველმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა Sky Sport-ის გადაცემა Talk und Tore-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოთარ კიტეიშვილის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ. შიკერი იმედოვნებს, რომ ოთარ კიტეიშვილი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ოთოს ამ თემაზე კვიპროსთან მატჩის შემდეგ ვკითხეთ. მისი თქმით, ჯერ მოლაპარაკება არ დაწყებულა:

„ჯერ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ დაწყებულა. როცა დაიწყება, გავიგებთ’’.

2018 წლის ზაფხულიდან ოთარ კიტეიშვილი „შტურმის'' ფეხბურთელია, საერთო ჯამში ავსტრიულ კლუბში 159 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი შეაგდო და 28 საგოლე პასი შეასრულა. 27 წლის ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები