ოთარ კაკაბაძე, კრაკოვია
Aa
Aa

კაკაბაძე ბრუნდება - ვარჯიში დაიწყო და მალე ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, „კრაკოვიას’’ ქართველმა მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თავს კარგად გრძნობს და მალე ოფიციალურ შეხვედრაშიც ვიხილავთ.

სექტემბერში CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ კაკაბაძემ გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყება რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყველა ცდაზე აქილევსის ქუსლმა შეაწუხა. მოგვიანებით, „კრაკოვიას'' მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ ზელინსკიმ განაცხადა, რომ კაკაბაძე მინდორს ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდებოდა. ასე რომ მალე 28 წლის მარჯვენა მცველს მინდორზე ვიხილავთ.

გასულ კვირაში „კრაკოვიას’’ ლეგენდამ, ანდჟეი მიკოლაიჩიკმა განაცხადა, რომ გუნდის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ოთარ კაკაბაძის ტრავმაა, რომელმაც 10 ტურიდან მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა, ორივე შემთხვევაში ცვლილებაზე გამოვიდა და საერთო ჯამში მხოლოდ 36 წუთი გაატარა მინდორზე.

18-გუნდიან ექსტრაკლასაში „კრაკოვია'' 13 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში „პუშას'' სტუმრად შეხვდება (21 ოქტომბერი, 17:00). შესაძლოა, ქართველი მცველის ოფიციალური დაბრუნება ამ მატჩში შედგეს, სასტარტო 11-ეულიდან დაწყება ნაკლებად მოსალოდნელია, ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში მეორე ტაიმში ჩაერთვება თამაშში.

მსგავსი სიახლეები