ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: არა, კვარაცხელია ჯუნტოლის არ აღმოუჩენია

კასტელ ვოლტურნოს ჟურნალისტებთან ხანგრძლივ საუბარში აურელიო დე ლაურენტისმა „იუვენტუსის“ ამჟამინდელი სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის შესახებ ისაუბრა და შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

„ჯუნტოლი ნახევარი წელი საწოლზე იწვა და მიმეორებდა: გამიშვებ, თუ არა იუვენტუსში?

მე ვეუბნებოდი, რომ ეს რას ჰგავდა? „რა ხდება? უცებ იუვენტუსის ქომაგი გახდი?“ ჩვენთან ნეაპოლში იუვენტუსს ყოველთვის ნომერ პირველ მტრად აღვიქვამთ.

 სპორტულ დირექტორს უნდა ჰქონდეს ერთიანობისა და მუშაობის კულტურა და ეს მას ჰქონდა.

კვარაცხელიას აღმოჩენა? ეს ჯუნტოლის არ გაუკეთებია. ეს იყო ჩემი შვილის ედოარდოს აღმოჩენა, რომელიც შემდეგ ჯუნტოლიმდე მივიდა. აქ მან ბევრი მოთამაშე გამოიცნო, ასევე შეცდა კიდეც. ცხოვრება ასეთია.

ჯუნტოლი  შესანიშნავი მენეჯერია. პროფესიონალი, რომელიც ჩემდა გასაკვირად იუვენტუსში წავიდა“.

- განაცხადა ნეაპოლელთა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი შესაძლოა ტრავმების ფონზე დროებით 4-4-2-ზე გადავიდეს
ნაპოლი შესაძლოა ტრავმების ფონზე დროებით 4-4-2-ზე გადავიდეს