უელსის მორაგბეთა ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

„მიეცით საქართველოს უფრო მეტის შესაძლებლობა!“ - უელისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

უელსის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, უოლერ გატლანდმა უელსურ მედიასთან გუშინ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც დაადასტურა, რომ გუნდს 2027 წლის მსოფლიო თასამდე უხელმძღვანელებს.

60 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციის დროს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ Tier 2-ის ქვეყნებს განვითარებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რაც Tier 1-ის ქვეყნებთან ხშირად თამაშს გულისხმობს.

რას ამბობს გატლანდი:

თავდაპირველად პორტუგალიაზე ვიტყვი, რომ მსოფლიო თასზე ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო. თავისი სათამაშო სტილით მათ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

მათ კარგად ისარგებლეს იმით, რომ 7-კაცათა პროგრამიდან რამდენიმე მოთამაშე გადმოიყვანეს და საკმაოდ ანგარიშგასაწევი და მკაცრი გუნდი გახდა. ჩემს სიტყვებს ვერ გავაანალიზებდი, მათთან ფაქტობრივად თანაბარი თამაში რომ არ გვქონოდა.

რაც შეეხება საქართველოს, ყველაზე დიდი სხვაობით მათთან მოვიგეთ, თავის მხრივ კი მათ 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ამდენი ქულა პირველად გაუშვეს. საქართველოს უბრალოდ სჭირდება, რომ ასეთ მაღალ დონეზე რაც შეიძლება ხშირად ითამაშოს.

თქვენც კარგად ნახეთ, რისი გაკეთება შეუძლია ამ გუნდს, როდესაც ადრენალინი იმატებს. მათთვის სისტემატურად ამ ზღვრის 60-70 წუთით შენარჩუნება რთულია, ამისთვის რაც შეიძლება მეტ მაღალი დონის გუნდთან თამაში სჭირდებათ.

მეც, როდესაც აქ პირველად მოვედი, ხელმძღვანელებმა მაშინვე მკითხეს რა მჭირდებოდა, მე კი ვუპასუხე, რომ ეს რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის გუნდთან თამაში იყო. ერთადერთი გამოსავალი, რომ უფრო უკეთესები ვიყოთ, ეს არის.

მსოფლიო რაგბის ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორ გაზარდოს მათი თამაში. ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს 6 ერი მომავალში. შესაძლებელია გუნდების რაოდენობის მცირედით გაზრდა, ან მე-2 6 ერის გაკეთება დაქვეითებისა და დაწინაურების პრინციპით.

ბუნებრივია, ამას უფრო დიდი ფინანსებიც სჭირდება და ბევრი გამოწვევაც იქნება, მაგრამ თუ თამაშის გაზრდის კუთხით უფრო ამბიციურები არ ვიქნებით, მაშინ მუდმივად რამდენიმე ტოპ გუნდის დომინირების ყურებას გავაგრძელებთ. როგორც სპორტის გულშემატკივრებს, უნდა გვინდოდეს, რომ რაგბი უფრო სანახაობრივი იყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გასულ წელს 6 ერის ორი გუნდი დაამარცხეს. ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით „ბორჯღალოსნებმა“ ივლისში, ბათუმში გამართულ მატჩში იტალიას მოუგეს, ნოემბერში კი სტუმრად უელსის ნაკრები დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საუბრები მსოფლიომდეც გვქონდა“ - ტყემალაძე მაისაშვილის წასვლაზე
„საუბრები მსოფლიომდეც გვქონდა“ - ტყემალაძე მაისაშვილის წასვლაზე