ევროპის თასი - თსუ გოტინგენთან დამარცხდა
საკალათბურთო ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თსუ „გოტინგენს“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1;1 დამარცხდა.
ქართული კლუბისთვის მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 20:12 მოიგო. ყველაფერი მეორე ოთხეულში დაიძაბა და მასპინძლებმა დიდი უპირატესობით 28:13 მოიგეს. პირველი ტაიმის შემდეგ, „გოტინგემი“ 40:33-ს იგებდა.
მეორე ნახევარში ქართველებმა მატჩში დაბრუნება შეძლეს და მეოთხე მეოთხედის დაწყების წინ თსუ 3 ქულით აგებდა.
ბოლო მეოთხედში უშეღავათო ბრძოლა ვიხილეთ. ანგარიშიც კი გათანაბრდა, მაგრამ ბოლო წუთებში „გოტინგემი“ შედარებით უკეთესი იყო და ჯამში 86:81 მოიგო.
თსუ-ს მხრიდან ყველაზე გამორჩეული ალექსანდრე ფევაძე იყო, რომელმაც არასრულ 37 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, თსუ ევროპის თასზე შემდეგ მატჩს 25 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში „კერავნოსის“ წინააღმდეგ გამართავს.