ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, იესპერ ლინდსტრომი
Aa
Aa

ლინდსტრომი: “კვარასთან ერთად თამაში მიყვარს“

„ნაპოლის“ ახალწვეულმა იესპერ ლინდსტრომმა იტალიელ ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც.

რა თქვა ლინდსტრომმა?

„გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ადაპტაციის პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს. კვარაცხელიასთან ერთად თამაში მიყვარს. ასევე ოსიმენთან, რასპადორისთან და ყველა ჩემს პარტნიორთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა.

ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. ჩემთვის კი ადვილია ამ გუნდის ნაწილად ყოფნა. მშვენიერი და ფანტასტიკურია ფეხბურთის თამაში ასეთი ფეხბურთელების გვერდზე.“

შეგახსენებთ, რომ ლინდსტრომი „პარტენოპეის“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, დანიელმა ნახევარმცველმა „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 4-ჯერ მოირგო. მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი ჯერჯერობით არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
IJF-მა რუსები ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე დაუშვა
IJF-მა რუსები ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე დაუშვა