ბერბატოვი: რონალდუ კიდევ 2-3 სეზონს ითამაშებს
დიმიტარ ბერბატოვს მიაჩნია, რომ კრიშტიანუ რონალდუს კიდევ 2-3 წელი შეუძლია ითამაშოს.
„რონალდუ გაჩერდება, როცა შეჩერება მოუნდება. როცა შენს თავზე ზრუნავ ისე, როგორც ის აკეთებს ამას, ასევე გყავს ისეთი გუნდი, როგორიც მას ჰყავს, შენი შანსი იზრდება, რომ ფეხბურთის მოსალოდნელზე დიდხანს ითამაშო. კრიშტიანუს შემთხვევაში, ვფიქრობ, მას კიდევ ორი-სამი წელი აქვს, რათა კარიერა გააგრძელოს.
ხალხი იტყვის, რომ ის თამაშობს უფრო დაბალი დონისა და ნელი ტემპის მქონე ლიგაში, რომელიც არ არის ისეთი კარგი, როგორც პრემიერ ლიგა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის მაინც ამტკიცებს, რომ ძლიერია, განსაკუთრებით ბოლო დროს. ამას ის თავისი თამაშითა და პორტუგალიის ნაკრებში გოლებით ამტკიცებს.
ის პორტუგალიას ევრო 2024-ზე კვალიფიკაციაში დაეხმარა და ერთ დღეს, რა თქმა უნდა, მისი ბოლო ტურნირი დადგება, მაგრამ ახლა ამაზე არ ვიფიქროთ.
მას თავი დავანებოთ და დარწმუნებული ვარ ახალი გადაწყვეტილებით მალე გაგვაოცებს. ამ დროისთვის კრიშტიანუ აგრძელებს თამაშს და ჩვენ უნდა დავტკბეთ მისი ფეხბურთით, სანამ ის არ გადაწყვეტს, რომ საკმარისია“,
- განუცხადა Betfair-ს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.