არდა თურანი
Aa
Aa

არდა თურანი: ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს

არდა თურანი ღაზას სექტორში საავადმყოფოზე თავდასხმას გამოეხმაურა.

კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინას შორის 7 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც პალესტინელი მებრძოლები ჰამასის დაჯგუფებიდან ისრაელში შეიჭრნენ და 1400 ადამიანი მოკლეს. საპასუხოდ ღაზას სექტორზე თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რაოდენობამ უკვე 3300-ს გადააჭარბა. ბოლო ცნობებით, ჰამასს 155 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

გუშინ საღამოს ღაზას სექტორში მდებარე ჰოსპიტალს რაკეტა დაეჯახა, რის შედეგადაც 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მხარეები ამ დრომდე ერთმანეთს ადანაშაულებენ.

„ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს, უდანაშაულო ბავშვებს. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და ამ სისასტიკის წინააღმდეგ ხმამაღლა ილაპარაკოს. ვინც დღეს რეაგირებას არ მოახდენს, შემდეგ პასუხს აგებს.

კაცობრიობა ვერ იცხოვრებს ამ ტკივილით, ამ სისასტიკით. მივმართავ ისრაელს - შეაჩერე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“,

- დაწერა მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბარსელონასა“ და თურქეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვე-კვარას დუეტმა გაამართლა?! სანიოლის გეგმა და პრობლემები
ჩაკვე-კვარას დუეტმა გაამართლა?! სანიოლის გეგმა და პრობლემები