“ჩვენს ნაბიჯებს ღმერთი გეგმავს“ - ნეიმარმა ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
სამხრეთ ამერიკის ზონაში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები პირველად დამარცხდა. „სელესაომ“ ურუგვაის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და სტუმრად გამართული შეხვედრა 0:2 დათმო.
მიუხედავად წაგებისა, ყველაზე ცუდი ეს არ იყო. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარმა ტრავმა მიიღო და ატირებული ბრაზილიელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
„ნეის“ ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ბრაზილიურ პრესაში იწერება, რომ მან სერიოზული ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მოედანზე დასაბრუნებლად 6-დან 8 თვემდე დასჭირდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „ალ ჰილალის“ სუპერვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა.
ნეიმარი:
„ყველა ადამიანი გეგმებს თავის გულსა და გონებაში აწყობს, მაგრამ რეალურად ჩვენს ნაბიჯებს ღმერთი გეგმავს. უფალმა ყველაფერი იცის. ყველა ჩემი ტიტული და წარმატება შენია ღმერთო. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი, მე შენი მწამს!!“
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე სეზონში „ალ ჰილალში“ გადავიდა, სადაც დღემდე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.