ბალოტელი: “იბრაჰიმოვიჩი ღმერთია? ეს სისულელეა“
იბრაჰიმოვიჩმა უკანასკნელი ინტერვიუს დროს, მარიო ბალოტელი გააკრიტიკა და მას არაპროფესიონალი უწოდა. ამასთან დაკავშირებით, იტალიელმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ბალოტელიმ?
„უცნაურია, თუ რატომ დამესხა თავს ასე უმიზეზოდ იბრაჰიმოვიჩი. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრის ქონის უფლება, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს.
მაგალითად, პირადად მე რონალდო მარადონას მირჩევნია. ეს გემოვნების საკითხია. მოთამაშეების შედარება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ზლატანი აკეთებს.
მე მას ყოველთვის მადლობას ვუხდიდი იმ ყველაფრისთვის, რაც მან მოედანზე ჩემს გამო გააკეთა, მაგრამ ის, რომ თავს ღმერთს ადარებს ეს სისულელეა.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ბალოტელი „ადანა დემირსპორის“ ღირსებას იცავს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.