ნიკოლო ძანიოლო, სანდრო ტონალი
Aa
Aa

ტონალიმ დანაშაული აღიარა - ფეხბურთელს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს

იტალიის ნაკრებისა და „ნიუკასლის“ ნახევარმცველს, სანდრო ტონალის ფსონების უკანონოდ განთავსების საქმეზე შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გუშინ, იტალიის პროკურატურამ 23 წლის ფეხბურთელი დაკითხა. 3-საათიან ჩვენებაში ტონალი დანაშაულს აღიარებს და ასევე, ამბობს, რომ „მილანში“ ყოფნის პერიოდში ფსონებს „როსონერის“ თამაშებზეც დებდა, თუმცა, ტონალი აღნიშნავს, რომ ამ თამაშებში მას მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული.

23 წლის ნახევარმცველი გამოძიებასთან თანამშრომლობას აგრძელებს, თუმცა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიუხედავად, ტონალის საქმეში ერთი შემამსუბუქებელი გარემოებაც არსებობს: იმის გამო, რომ ფეხბურთელმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთანაც თანამშრომლობს, სასჯელის გამოტანის შემთხვევაში მისი დისკვალიფიკაციის ვადა განახევრდება. ამასთან, შემამსუბუქებელი გარემოება იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ფეხბურთელის ჩვენება და ტელეფონიდან, თუ კომპიუტერული მოწყობილობიდან ამოღებული ინფორმაცია ერთმანეთს დაემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ ფსონების უკანონოდ განთავსებასთან დაკავშირებით, გუშინ იტალიის პროკურატურამ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელს, ნიკოლო ფაჯოლის 12-თვიანი დისკვალიფიკაცია და 12 500 ევროს ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. ამჟამად კი გამოძიება სანდრო ტონალისა და ნიკოლო ძანიოლოს მიმართ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დანაშაული დაუმტკიცდა - ფაჯოლის 12-თვიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს
დანაშაული დაუმტკიცდა - ფაჯოლის 12-თვიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს