ლიონელ მესი, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, პერუს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მესის დუბლი და რეკორდი - არგენტინამ პერუს მოუგო

სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ლეო მესის არგენტინის ნაკრები სტუმრად პერუს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:2 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ორივე გოლი „ალბისელესტესა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ გაიტანა. მესიმ ანგარიში 32-ე წუთზე ნიკო გონსალესის პასით გახსნა, ზუსტად 10 წუთში სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, სადაც ასისტენტობა ამჯერად ენცო ფერნანდესმა გაუწია. საგულისხმოა, რომ ამ გოლით, ლეო მესიმ ლუის სუარესს გადაასწრო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე გატანილი 30 გოლით, საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მეორე ნახევარში 36 წლის სუპერვარსკვლავმა მასპინძელთა კარში მესამე გოლიც გაიტანა, თუმცა, მთავარმა მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გააუქმა და პერუს სასარგებლოდ თამაშის წესების დარღვევა დანიშნა.

4 ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრებს სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ციკლში 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს, თანაც ისე, რომ გოლიც არ აქვს გაშვებული. „ალბისელესტე“ მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ურუგვაის ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი: “სანდრო ტონალი შოკშია და მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს“
აგენტი: “სანდრო ტონალი შოკშია და მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს“