დარვინ ნუნიესი, ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო და საკაცით გაიყვანეს | ბრაზილია ურუგვაისთან დამარცხდა

სამხრეთ ამერიკის ზონაში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები პირველად დამარცხდა. „სელესაომ“ ურუგვაის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და სტუმრად გამართული შეხვედრა 0:2 დათმო. 

მატჩში ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა და „ლა სელესტე“ დარვინ ნუნიესმა დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, „სელესაოს“ გულშემატკივრებისთვის საშინელი რამ მოხდა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარმა ტრავმა მიიღო და ატირებული ბრაზილიელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. „ნეის“ ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ბრაზილიურ პრესაში იწერება, რომ მან სერიოზული ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მოედანზე დასაბრუნებლად 6-დან 8 თვემდე დასჭირდება.

ნეიმარის გარეშე დარჩენილ „სელესაოს“ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ წონასწორობა ვერ აღადგინა. 77-ე წუთზე, მასპინძლებმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. „სელესაოს“ კარი ნიკოლას დე ლა კრუზმა დალაშქრა და „ლა სელესტეს“ 3 ქულა მოუტანა. ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რეკორდული, 37-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც ურუგვაიმ დაასრულა.

ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, ურუგვაის 7 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ასევე 7 ქულა აქვს ბრაზილიას, რომელიც მომდევნო შეხვედრას კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, პირველ ადგილზე კი 12 ქულით არგენტინაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი: “სანდრო ტონალი შოკშია და მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს“
აგენტი: “სანდრო ტონალი შოკშია და მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს“