გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგას ჩატენვა და 9 ქულა | ორლანდო პელიკანსთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის რეგულარული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პრესეზონის მორიგი შეხვედრა გამართა და „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ დამარცხდა - 92:104.

ბითაძეს კარგი მატჩი ჰქონდა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. გოგამ პარკეტზე 12 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 9 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 შედეგიანი გადაცემაა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 დაკარგვა ჰქონდა და ერთხელ დაჯარიმდა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა ფრანც ვაგნერმა დააგროვა. მის ძმას, მორიც ვაგნერს 16 ქულა ჰქონდა, გარი ჰერისის ანგარიშზე კი 10 ქულა იყო. „პელიკანსს“ 18 ქულით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა. ზაიონ უილიამსონმა 16 ქულა მიითვალა, სი ჯეი მაკკოლუმმა - 11.

ცნობისთვის, ბითაძის „მეჯიქს“ რეგულარული სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთი მოსამზადებელი მატჩი ელის. 21 ოქტომბერს, თბილისის დროით, 03:00-ზე, „ორლანდო“ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დანელიას ბრწყინვალე გოლი - საქართველო ელიტ-რაუნდშია (U17)
დანელიას ბრწყინვალე გოლი - საქართველო ელიტ-რაუნდშია (U17)