სამუდამო კონტრაქტი დე იონგს? - ბარსას გიჟური შეთავაზება
გასული სეზონის დაწყების წინ, ფრენკი დე იონგს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგებამდე ერთი ნაბიჯი აკლდა. დღეს კი კატალონიური გრანდი ნიდერლანდელი ნახევარმცველის გარეშე წარმოუდგენელია.
Goal.Com-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ თავის ფეხბურთელს მეგა კონტრაქტს შესთავაზებს. კატალონიელთა სურვილია, რომ დე იონგმა მთელი კარიერა „ბარსელონაში“ გაატაროს, მაგრამ ისმის კითხვა - მზად არის, თუ არა ამისთვის ფრენკი?
ამ საკითხზე Sport-იც წერს. ვიგებთ, რომ ჟოან ლაპორტა ნიდერლანდელის დასარწმუნებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა არსებობს პრობლემა. თუ ფეხბურთელთან სამუდამო კონტრაქტი გაფორმდება, დე იონგმა ორი წლით ხელფასი მნიშვნელოვნად უნდა შეიმციროს, ხოლო შემდეგ, ხელშეკრულების მიხედვით კვლავ გაეზრდება.
შეგახსენებთ, რომ ფრენკი ბარსას 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, დე იონგმა კატალონიური გიგანტის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 190-ჯერ მოირგო, 16 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.