დანაშაული დაუმტკიცდა - ფაჯოლის 12-თვიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს
Aa
Aa

დანაშაული დაუმტკიცდა - ფაჯოლის 12-თვიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს

ნიკოლო ფაჯოლის დანაშაული დაუმტკიცდა და ფეხბურთიდან 12 თვით ჩამოაშორეს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი 7 თვე იუქმებს და 5 თვიანი დისკვალიფიკაციის სანაცვლოდ ის ფულად ჯარიმას გადაიხდის. თანხა 12 500 ევროს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ის მოედანს შემდეგი სეზონის მოსამზადებელ პერიოდში დაუბრუნდება.

გარდა ამისა, ფაჯოლი დაავალდებულეს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან გამოსაჯანმრთელებელ ცენტრში რეაბილიტაციის კურსი გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ ფეხბურთელმა სპორტული კოდექსის 24-ე მუხლი დაარღვია, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავს.

ასევე შეგახსენებთ, ამ საქმეში სანდრო ტონალის და ძანიოლოს სახელიც ფიგურირებს და დიდი ალბათობით მათაც დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. ცნობისთვის, „ნიუკასლის“ ნახევარმცველი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - ხოჭოლავა დაბრუნდა და მიდტიულანდთან ითამაშა
კარგი ამბავი - ხოჭოლავა დაბრუნდა და მიდტიულანდთან ითამაშა