გიორგი ჩიტაური, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, გიორგი ყავლაშვილი
Aa
Aa

დანელიას ბრწყინვალე გოლი - საქართველო ელიტ-რაუნდშია (U17)

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდშია. შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველო ლიეტუვას 1:0-ს ამარცხებდა, თუმცა 85-ე წუთზე დოვას გრუძინსკასმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1. პარალელურ შეხვედრაში ავსტრია-დანიის დაპირისპირებაც ფრედ დასრულდა - 2:2.

ავსტრია 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, საქართველომ და დანიამ 4-4 ქულა დააგროვეს, ურთიერთშეხვედრიდან გამომდინარე გიორგი ჩიტაურის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, დანიას 2:1 მოუგო, სკანდინავიელები ელიტ-რაუნდში ვერ გავიდნენ, ხოლო ლიეტუვამ 1 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ლიეტუვასთან მატჩში ანგარიში მე-5 წუთზე რევაზ დანელიამ შორი მანძილიდან ეფექტური დარტყმით გახსნა.

მალევე, საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, თამაშის წესი მათე შათირიშვილმა დაარღვია, თუმცა მეკარე გიორგი ყავლაშვილმა რეაქცია გამოავლინა, პენალტი მოიგერია.

ლიეტუვამ ანგარიში 85-ე წუთზე დოვას გრუძინსკასის გოლით გაათანაბრა, მეკარე გიორგი ყავლაშვილი მარტივ ვითარებაში შეცდა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ლიეტუვასთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ყავლაშვილი, ამისულაშვილი, გვასალია, ხარებაშვილი, შათირიშვილი, გოგილაშვილი (ჩიქოვანი 66), სალია (ქუთათელაძე 85), დანელია (გლუნჩაძე 72) , სურგულაძე, ელისაშვილი (ჩუბინიძე 66), წულაია

სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ და არ უთამაშიათ: ასანიძე, გოგოლი, ხოროიშვილი, ლაშხია, მჟავანაძე

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო ავსტრიასთან 1:2 დამარცხდა, დანიას 2:1 მოუგო, ხოლო ლიეტუვასთან ფრედ 1:1 ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები