ლეონარდო ბონუჩი
Aa
Aa

ფაჯოლის საქმეზე შესაძლოა ბონუჩიც დაისაჯოს

ვეტერან იტალიელ მცველი, ლეონარდო ბონუჩი ყოფილი თანაგუნდელის, ნიკოლო ფაჯიოლის საქმეზე შესაძლოა დაისაჯოს.

იტალიური La Repubblica-ს ინფორმაციით, „იუვენტუსში“ ყოფნის პერიოდში ბონუჩიმ იცოდა, რომ ფაჯიოლი საფეხბურთო მატჩებზე უკანონო ფსონებს ათავსებდა, ამის დამამტკიცებელი ფაქტები კი 22 წლის ფეხბურთელის ტელეფონის შემოწმების შემდეგ გამოიკვეთა, რომელშიც ფაჯიოლი და ბონუჩი ერთმანეთს წერდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ბონუჩის გარდა საქმეში „იუვენტუსის“ კიდევ ერთი ფეხბურთელია გარეული, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

იტალიური კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ დროს ფეხბურთელები ვალდებულები არიან, რომ ინფორმაცია იტალიის ფედერალურ პროკურატურას მიაწოდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მინიმუმ 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.

შეგახსენებთ, რომ ფსონების უკანონოდ განთავსების საქმეზე ფაჯიოლის გარდა, გამოძიება სანდრო ტონალის, ნიკოლო ძანიოლოსა და ნიკოლა ზალევკსის მისამართითაც მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოძიება გრძელდება - ტონალი, ძანიოლო და ფაჯიოლი ევრო 2024-ს გამოტოვებენ?
გამოძიება გრძელდება - ტონალი, ძანიოლო და ფაჯიოლი ევრო 2024-ს გამოტოვებენ?