სანდრო მამუკელაშვილი, ჯერემი სოხანი, კელდონ ჯონსონი
Aa
Aa

მამუს მცირე სათამაშო დრო და სამი ქულა | სან ანტონიოს მარცხი ჰიუსტონთან

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ რეგულარული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. „მაიამი ჰიტთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, გრეგ პოპოვიჩის ბიჭები „ჰიუსტონ როქეთსს“ დაუპირისპირდნენ და 89:99 დამარცხდნენ.

მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა. სანდრომ პარკეტზე 8 წუთი და 45 წამი გაატარა და 3 ქულას დასჯერდა. „მამუმ“ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 1 ორქულიანი გააფუჭა. მის პასივში 1 პერსონალური ჯარიმა იყო.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა ზაკ კოლინსის ანგარიშზეა. ჯერემი სოხანმა 13 ქულა დააგროვა, კელდონ ჯონსონმა - 11. „ჰიუსტონს“ 15-15 ქულით კემ უაითმორმა და ამენ ტომპსონმა ულიდერეს, ფრედ ვანვლიტსა და აარონ ჰოლიდეის კი 12-12 ქულა ჰქონდათ.

ცნობისთვის, NBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე, „სან ანტონიო“ კიდევ ორ მოსამზადებელ მატჩს გამართავს. 19 ოქტომბერს, „სპურსი“ „ჰიუსტონ როქეთსს“ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება, 21 ოქტომბერს კი „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა უფრო მეტად უნდა გავანებივროთ“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარა უფრო მეტად უნდა გავანებივროთ“ - იტალიელი ჟურნალისტი