კარლო ანჩელოტი, ნიკოლო ძანიოლო, სანდრო ტონალი
Aa
Aa

„მათ გამო იტალიური ფეხბურთი არ უნდა დაისაჯოს“ - ანჩელოტი ტონალი-ძანიოლოს სკანდალზე

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ რადიო Anch'io Sport-თან ინტერვიუს დროს სანდრო ტონალისა ნიკოლო ძანიოლოს გარშემო არსებულ სკანდალზე ისაუბრა, რომელშიც იტალიელი ფეხბურთელები ფსონების უკანონოდ განთავსების ბრალდებით აღმოჩნდნენ. მათ გარდა, გამოძიება კიდევ ერთ იტალიელ ფეხბურთელზე, ნიკოლო ფაჯიოლის გარშემოც მიმდინარეობს.

რას ამბობს ანჩელოტი:

მათი მხრიდან, ეს სერიოზული შეცდომა იყო. ეს ფეხბურთელები ნამდვილად არ არიან კარგად, მათ დახმარება და მკურნალობა სჭირდებათ. ამის გამო, იტალიური ფეხბურთი არ უნდა დაისაჯოს. ეს ცალკეული ადამიანების ბრალია და არა მთელი იტალიური ფეხბურთის. იმედია სამართლიანობა თავის სიტყვას იტყვის.

საქმისადმი ერთგულების ფონზე, ამ ბიჭებს დაავიწყდათ, რომ ფსონების დადების უფლება არ აქვთ. მათ ყოველი სეზონის წინ აფრთხილებენ, მაგრამ წესებს მაინც არღვევენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სანდრო ტონალიმ აღიარა, რომ მან გარკვეულ თამაშებზე ფსონები განათავსა და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. სამივე ფეხბურთელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მინიმუმ 10 თვით დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა უფრო მეტად უნდა გავანებივროთ“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარა უფრო მეტად უნდა გავანებივროთ“ - იტალიელი ჟურნალისტი