საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, სოსო ტყემალაძე, ლევან მაისაშვილი
Aa
Aa

„საუბრები მსოფლიომდეც გვქონდა“ - ტყემალაძე მაისაშვილის წასვლაზე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სპორტი იმედზე“-ში სტუმრობისას „ბორჯღალოსნების“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის შესახებ ისაუბრა და მას ეროვნულ გუნდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

სოსო ტყემალაძემ ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მაისაშვილის შემცვლელის ძიებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასიდან დაბრუნების შემდეგ, ლევან მაისაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 2016-2019 წლებში მაისაშვილი „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ასისტენტი იყო, 2020 წელს კი ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მაისაშვილის ხელმძღვანელობით საქართველომ 40 თამაში ჩაატარა, საიდანაც მოიგო 24, სამი ფრედ დაასრულა და დათმო 13. მისი ხელმძღვანელობით, გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა 6 ერის ორი გუნდი, იტალიისა და უელსის ნაკრებები დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამ კომპონენტში, ნინიაშვილი მსოფლიო თასზე საუკეთესოა! - RUGBYRAMA მონაცემებს აქვეყნებს
ამ კომპონენტში, ნინიაშვილი მსოფლიო თასზე საუკეთესოა! - RUGBYRAMA მონაცემებს აქვეყნებს