იბრა: “ჩემი წასვლის შემდეგ, ამერიკელები ბეისბოლს უყურებდნენ“
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სულ ცოტა ხნის წინ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. იყო დრო, როცა ლეგენდარული შვედი MLS-ში კონკრეტულად კი „ლოს-ანჯელეს გელექსიში“ თამაშობდა.
ყოფილი თავდამსხმელი საინტერესო კომენტარებით ყოველთვის გამოირჩეოდა. გამონაკლისი არც დღევანდელი შემთხვევაა. ზლატანი La Gazzetta della Sports ესაუბრებოდა, რა დროსაც განაცხადა:
იბრაჰიმოვიჩი:
„ბედნიერი ვარ, რომ მესი MLS-ში გადავიდა, რადგან ჩემი წასვლის შემდეგ, ამერიკელები მხოლოდ ბეისბოლს უყურებდნენ. ახლა მათ ფეხბურთის ყურება ისევ შეუძლიათ.“
შეგახსენებთ, რომ ზლატანი „გელექსიში“ 2018/2019 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, იბრაჰიმოვიჩმა ამერიკული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 58-ჯერ მოირგო, 53 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.