გიორგი ცინცაძე, თსუ
Aa
Aa

ანდრონიკაშვილი სუპერლიგაში - თსუ-ს ევროთასზე დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას სუპერლიგის თსუ-ში გააგრძელებს. ინფორმაციას Eeurobasket.com-ი ავრცელებს.

გასულ სეზონში რატი ესპანურ „მურსიაში’’ თამაშობდა, თუმცა ამ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. მან ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა (საშუალოდ 2.2 ქულა და 1.2 პასი ჰქონდა), ხოლო ჩემპიონთა ლიგის 9 შეხვედრაში საშუალოდ 2.2 ქულითა და 1.0 მოხსნით ეხმარებოდა გუნდს.

მიმდინარე თვეში თსუ ევროთასზე იასპარეზებს, 18 ოქტომბერს გერმანულ „გოტინგენს'' ესტუმრება. I ჯგუფში თსუ, „გოტინგენი'', იტალიური „ვარეზე'' და კვიპროსული „კერავნოსი“ იასპარეზებენ. შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას 10 პირველადგილოსანი და 10-დან 6 მეორეადგილოსანი გააგრძელებს.

თსუ-ში ასევე თამაშობენ გიორგი ცინცაძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი ფევაძე და გიორგი ტურძილაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები