ნიკოლო ძანიოლო, სანდრო ტონალი
Aa
Aa

გამოძიება გრძელდება - ტონალი, ძანიოლო და ფაჯიოლი ევრო 2024-ს გამოტოვებენ?

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ სანდრო ტონალი არასასიამოვნო სიტუაციაში გაეხვა. იტალიელი ნახევარმცველი აზარტულ თამაშებზე არის დამოკიდებული და ამის გამო შესაძლოა პრობლემები შეექმნას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Football Italia ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ამ საქმეში ნიკოლო ძანიოლო და ფაჯიოლიც გარეულები არიან და შესაძლოა სამივე ფეხბურთელმა ევრო 2024 გამოტოვოს.

ამის პარალელურად, „ასტონ ვილას“ თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ პოკერს და ბლექ ჯეკს თამაშობდა.

როგორც ცნობილია, ტონალი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს და პატიებას ითხოვს. „ნიუკასლის“ ფეხბურთელის სურვილი საპროცესო შეთანხმებაა. თუ სანდროს დანაშაული დაუმტკიცდება 18 თვით ფეხბურთიდან ჩამოაშორებენ და ასე ის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

ფაჯიოლის შემთხვევაში, სასჯელი შედარებით მცირეა. მას 10 თვით უქმობა მოუწევს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, ევრო 2024-ზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ძანიოლოს სიტუაცია განსხვავებულია.

მან დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ მხოლოდ პოკერს და ბლექ ჯეკს თამაშობდა. თუ მისი სიმართლე დამტკიცდება, არანაირი სანქცია არ დაეკისრება, მაგრამ თუ დანაშაული დაუმტკიცდება, როგორც მინიმუმ 18 თვით ჩამოაშორებენ ფეხბურთს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავს კარგად გრძნობს - ოსიმენის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
თავს კარგად გრძნობს - ოსიმენის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა