რამაზ სვანაძე
Aa
Aa

ვარჯიში და მატჩისწინა კომენტარები | U21 შვედეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 17 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს, შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. შვედეთს, საქართველოს მსგავსად, ჯგუფში 6 ქულა აქვს, ამიტომ ეს მატჩი, სატურნირო თვალსაზრისით, პრინციპულია.

საბა ხვადაგიანი / გაბრიელ სიგუა (მატჩისწინა კომენტარები):

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები C ჯგუფში ნიდერლანდებთან, შვედეთთან, ჩრდილოთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან და გიბრალტართან ერთად ასპარეზობს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შვედეთთან მატჩის წინ:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

საქართველოსა და შვედეთის 21-წლამდე ნაკრებების მატჩი ბათუმში,17 ოქტომბერს, 19:00 საათიდან შედგება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT-ზეა შესაძლებელი, პირდაპირი რეპორტაჟი კი დაგეგმილი საქართველოს პირველ არხზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ უნდა მჭირდებოდეს ყვირილი, რომ ფეხბურთელი გაიქცეს“ - თემურ ქეცბაია
„არ უნდა მჭირდებოდეს ყვირილი, რომ ფეხბურთელი გაიქცეს“ - თემურ ქეცბაია