ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საკუთარი თავი იპოვა“ | რას წერს Gazzetta dello Sport-ი ხვიჩაზე დღევანდელ ნომერში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში კვიპროსს 4:0 სძლია. „ჯვაროსნების“ მხრიდან გოლითა და საგოლე გადაცემით ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩია და მის თამაშზე ავტორიტეტული გაზეთის, Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში დაიწერა.

„ამ მტანჯველი სანაკრებო პაუზისას, რუდი გარსიასთვის საუკეთესო სიახლე ნამდვილად ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გახლავთ. როგორც იქნა, ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი იპოვა, მზადაა, მთელი გუნდი ისევ მხრებზე მოიკიდოს და ამ დელიკატური პერიოდიდან გამოიყვანოს.

კლუბსა და გულშემატკივრებს სწორედ ამის იმედი აქვთ, მანამდე კი ხვიჩას თანამემამულეებმა მისით ისიამოვნეს. ტაილანდთან გატანილი გოლის შემდეგ, კვარაცხელიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გუშინ, კვიპროსის წინააღმდეგ საგოლე გადაცემაც გაიფორმა. შეგდებული ბურთის შემდეგ, მან განსაკუთრებული აღნიშვნა გამოიყენა და ისარი ისროლა, რომლითაც მიგვანიშნა, რომ მზადაა, ნაპოლი დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში დააბრუნოს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „ვერონას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21 ოქტომბერს არის ჩანიშნული და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკეთესი ფეხბურთელები არიან“ - ცნობილი ანალიტიკოსი აიაქსის ახალწვეულებზე
„უკეთესი ფეხბურთელები არიან“ - ცნობილი ანალიტიკოსი აიაქსის ახალწვეულებზე