„უკეთესი ფეხბურთელები არიან“ - ცნობილი ანალიტიკოსი აიაქსის ახალწვეულებზე
ავტორიტეტული ნიდერლანდური გამოცემის, Voetbal International-ის ანალიტიკოსმა, სულეიმან იოზტურკმა გიორგი მიქაუტაძის „აიაქსზე“ ისაუბრა. იოზტურკმა ამსტერდამული კლუბის ახალწვეულებზე გაამახვილა ყურადღება და საინტერესო განცხადება გააკეთა.
„ვფიქრობ, აიაქსის ახალწვეულები უკეთესი ფეხბურთელები არიან, ვიდრე მათ ამ წუთისთვის წარმოაჩენენ. მაგალითად გიორგი მიქაუტაძე აიღეთ. იგი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ, სიტარდის წინააღმდეგ ათამაშეს და შემდეგ უყურადღებოდ დატოვეს, რაც მთავარი მწვრთნელის მხრიდან ლამაზი გადაწყვეტილება არ ყოფილა“.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების მაისურით კვიპროსთან და ტაილანდთან ითამაშა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ტაილანდის წინააღმდეგ გიორგიმ პოკერი მიითვალა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ეს შედეგი დააფიქსირა. მიქაუტაძემ თავი კვიპროსთანაც გამოიჩინა და თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
ცნობისთვის, „აიაქსმა“ 6 ტურში 5 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა. ამსტერდამული კლუბი მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს გამართავს და ბოლოადგილოსან „უტრეხტს“ დაუპირისპირდება.