ერთა ლიგა, ევრო 2024, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი
Aa
Aa

თურქეთი გამოირიცხა - შესაძლოა, ერთა ლიგაზე აზერბაიჯანს შევხვდეთ

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის  D ჯგუფში თურქეთმა შინ ლატვია 4:0 გაანადგურა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ ერთა ლიგის ფლეი-ოფში საქართველო თურქეთს არ შეხვდება.

არსებობს ალბათობა რომ თურქეთის ნაკრების მსგავსად ხორვატიამ და უელსმა 16-16 ქულა მოიპოვონ. ასეთ შემთხვევაში უპირატესი ამ სამ გუნდს შორის დაფიქსირებული შედეგები იქნება. ასეთ შემთხვევაში ქულები შემდგნაირად გადანაწილდება:

უელსი - 7 ქულა (ხორვატიას და თურქეთს მოუგო, ხორვატიასთან ფრე ითამაშა).

თურქეთი - 6 ქულა  (ხორვატიასა და უელსს მოუგო).

ხორვატია - 4 ქულა (თურქეთს მოუგო და უელსთან ფრე ითამაშა).

თურქეთის ამ წარმატებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ საქართველო ერთა ლიგის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთსა და ფინალში თურქეთს არ შეხვდება, თუმცა შესაძლოა საქართველო-ყაზახეთის ფინალი შედგეს.

შესაძლოა, ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ლუქსემბურგი იყოს, თუმცა ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევი ციკლიდან მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. თუ ლუქსემბურგი ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევი ციკლიდან მოხვდება, ასეთ შემთხვევაში საქართველო აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, თუმცა რადგან ჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი არ დასრულებულა, საქართველოს ნაკრების მეტოქე დაზუსტებული არაა, მხოლოდ ვარაუდებზე შეგვიძლია საუბარი. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ერთა ლიგის ფლეი-ოფში საქართველოს ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე საბერძნეთია, რომელიც ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსს შესარჩევი ციკლიდან ინარჩუნებს, თუმცა ამის შანსი მცირეა. სავარაუდოდ, საბერძნეთსაც ერთა ლიგის ფლეი-ოფში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები