სენდჰეგენი მერაბზე: „ალჯოსთან გარიგებით UFC-ის პრინციპები დაარღვია“
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა MMA Junkie-ს ეთერში განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი სტერლინგთან გარიგების საფუძველზე საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს და აღნიშნა, რომ „ჩიტო“ ვერასთვის საჩემპიონო ბრძოლის მიცემა სამართლიანია.
რას ამბობს სენდჰეგენი:
ყველა ამბობს, რომ მერაბმა საჩემპიონო ბრძოლა უნდა გამართოს, მაგრამ მან, სტერლინგთან გარიგებით UFC-ის პრინციპები დაარღვია. მე რომ ვმართავდე ამ ორგანიზაციას და ხალხი ჩემს გადაწყვეტილებებს იგნორირებას უკეთებდეს, არ მესიამოვნებოდა და საჩემპიონო ბრძოლას მეც არ მივცემდი. შესაბამისად, შემდეგი სატიტულო ბრძოლა ჩიტომ უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც სუპერმსუბუქი წონის ბოლო საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალიმ ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა, მერაბ დვალიშვილი აქტიურად ითხოვს, რომ მორიგი საჩემპიონო ბრძოლა მან უნდა მიიღოს. თუმცა, ახალი ჩემპიონი მომდევნო მეტოქედ მარლონ „ჩიტო“ ვერას ითხოვს, ეს მოთხოვნა კი UFC-ის ხელმძღვანელებისთვისაც მისაღებია და დიდი ალბათობით, ქამრისთვის ერთმანეთს შონ ომალი და ჩიტო ვერა დაუპირისპირდებიან.