ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი, თემურ ქეცბაია, ვილი სანიოლი, ლევან შენგელია
Aa
Aa

დაგეგმილი გამარჯვება | საქართველომ ქეცბაიას კვიპროსს უპრობლემოდ მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024“-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში თემურ ქეცბაიას კვიპროსს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ჩვენმა გუნდმა ევროს შესარჩევში მეორე თამაში მოიგო.

ვილი სანიოლმა ტაილანდთან 4 გოლის გამტანი მიქაუტაძე და დუბლის ავტორი დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და გუნდი მოედანზე 3-5-2 სქემით გამოიყვანა - შეტევაში კვარაცხელია და ზივზივაძე მოქმედებდნენ.

პირველ ნახევარში სქემამ ნამდვილად არ გაამართლა, ჩვენებს რგოლებს შორის კავშირის დამყარება უჭირდათ, ბურთი ნელა მოძრაობდა და სიმწვავე არც ფლანგებიდან იქმნებოდა. ერთადერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო კომბინაცია მე-11 წუთზე გამოვიდა, როცა ჩაკვეტაძის პასის შემდეგ, მახვილი კუთხიდან კარში ქოჩორაშვილმა დაარტყა - მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საპასუხოდ, წნეხის გარეშე მოქმედებდა ქეცბაიას კვიპროსი, რომელიც ზედმეტად არ რისკავდა და ბურთს უფრთხილდებოდა. კუნძულელებმა გიორგი მამარდაშვილი სამჯერ შეაწუხეს - ორჯერ შორიდან დაურტყეს, ხოლო კრისტოფის მახვილი კუთხიდან დარტყმული აუღო.

სამაგიეროდ, შედეგიანად დაიწყო მეორე ტაიმი - 41-ე წამზე კიტეიშვილმა საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა და „ჯვაროსნებიდააწინაურა.

ავსტრიული „შტურმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა 34-ე სანაკრებო მატჩში მეორე გოლი შეაგდო.


Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს ნაკრებს გოლმა წნეხი მოუხსნა, კვიპროსელებმა კი ოდნავ ამოიწიეს და მეტი სივრცე დარჩათ. სწორედ ასეთი მომენტი იყო 58-ე წუთზე, როცა სწრაფი შეტევისას ჩაკვეტაძემ ბურთი კვარაცხელიას შეაწყოლა და მასაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

      „კვარამ“ ეროვნული გუნდის ფორმით მე-12 გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-6 ადგილზე აინაცვლა - ლევან კობიაშვილსა და გიორგი დემეტრაძესაც 12-12 აქვთ. ხვიჩას, მოქმედ ფეხბურთელთა შორის, მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი უსწრებენ - მათ 13-13 გოლი აქვთ.


      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          სანიოლმა მეორე ტაიმში მოედანზე გიორგი მიქაუტაძე (58-ე წუთზე), ლევან შენგელია და ზურიკო დავითაშვილი (ორივე 71-ე წუთზე) და ასევე ნიკა კვეკვესკირი და ანრი მექვაბიშვილი (ორივე 85-ე წუთზე) გამოიყვანა.

          82-ე წუთზე, ჩვენებმა კომბინაცია გაითამაშეს და დასარტყმელ პოზიციაზე შენგელია გაიყვანეს. ბერძნული „პანეტოლიკოსის“ შემტევმა შორეულ დაბალ კუთხეში მშვენივრად დაარტყა - 3:0. შენგელიამ ნაკრებში პირველად გაიტანა. საგოლე გადაცემა შეასრულა ხვიჩამ, რომელმაც Sofascore-ისგან ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება (8.1) მიიღო - ასევე 8.1 დაუწერეს გიორგი მამარდაშვილს.


          Video Player is loading.
          Advertisement
          Current Time 0:00
          Duration -:-
          Loaded: 0%
          Stream Type LIVE
          Remaining Time 0:00
          1x
            • Chapters
            • descriptions off, selected
            • subtitles off, selected

              ტაილანდთან პოკერის შემსრულებელმა მიქაუტაძემ თავისი გოლი ამ მატჩშიც გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სტუმართა მცველ გოგიჩს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტის ნიშნულთან „აიაქსის“ ფორვარდი მივიდა.

              გიორგიმ მეკარე მოატყუა და მატჩის საბოლოო ანგარიში - 4:0 დააფიქსირა. მისთვის ეს „ჯვაროსანთა“ მაისურით გატანილი მე-9 გოლი იყო, მიხეილ ყაველაშვილს გაუთანაბრდა და ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში შევიდა.


              Video Player is loading.
              Advertisement
              Current Time 0:00
              Duration -:-
              Loaded: 0%
              Stream Type LIVE
              Remaining Time 0:00
              1x
                • Chapters
                • descriptions off, selected
                • subtitles off, selected

                  საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში მეორე მატჩი მოიგო და ისევ უქულო კვიპროსს აჯობა. სანიოლის გუნდმა 7 ქულა მოაგროვა, ცხრილის მე-4 ადგილზეა და ნორვეგიას 3 ქულით ჩამორჩება.

                  ჩვენი გუნდი „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას ნოემბერში დაასრულებს, როცა 16 ნოემბერს შოტლანდიას უმასპინძლებენ, 19-ში კი ესპანეთს ესტუმრებიან.

                  მსგავსი სიახლეები

                  ასევე დაგაინტერესებთ
                  „ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო, თუმცა დიდმა შრომამ ოცნებები რეალობად აქცია“
                  „ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო, თუმცა დიდმა შრომამ ოცნებები რეალობად აქცია“