იობაშვილი ტრავმირებულია - სვანაძემ ორი ფეხბურთელი დაიმატა
გაბრიელ სიგუა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ტაილანდთან ითამაშა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით შვედეთთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოემზადება. ასევე, 1 იძულებითი ცვლილება განხორციელდა, ტრავმირებულ ჯადული იობაშვილს „პეტროლულის’’ ნახევარმცველი გიორგი აბუაშვილი შეცვლის. იობაშვილმა ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩში მიიღო.
მიმდინარე სანაკრებო პაუზისას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბათუმში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა. შემდეგი შეხვედრაც ბათუმში გაიმართება, სვანაძის გუნდი შვედეთს მიიღებს, მატჩი 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
შვედეთმა და საქართველომ საწყის 3 ტურში 6-6 ქულა მოაგროვეს, ორივე გუნდმ გამარჯვებები გიბრალტართან და მოლდოვასთან მოიპოვა. შვედეთი შინ მაკედონიასთან დამარცხდა (0:1), საქართველო - ნიდერლანდებთან. ამ ეტაპზე ნიდერლანდები 9 ქულით პირველზეა, მას შვედეთი და საქართველო 6-6 ქულით მოყვებიან. საქართველოს ნაკრების კონკურენტად ჩრდილოეთ მაკედონიაც მოიაზრება, რომელიც ნიდერლანდებთან დამარცხდა, თუმცა სტუმრად შვედეთს მოუგო (0:1).
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთთან მატჩისთვის შემდეგი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).