შერმადინის 7 ქულა - ტენერიფემ ჟირონა დამაჯერებლად დაამარცხა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, „ტენერიფე“ „ჟირონას“ ესტუმრა და საკმაოდ მარტივად 79:66 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. რეალურად, ყველაფერი მეორე მეოთხედში გადაწყდა, სადაც სტუმრებმა 23:13 მოიგეს და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14 წუთი და 4 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა საკმაოდ მწირი სტატისტიკა დააფიქსირა. 7 ქულა და მხოლოდ ერთი მოხსნა.
მიუხედავად გიორგის ცუდი სტატისტიკისა, „ტენერიფეს“ ეს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან საწყის 4 ტურში მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში, ვიდორეტას შეგირდები მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებენ. მატჩი 22 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.
¡Cayó la segunda! Triunfo muy trabajado en Fontajau
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) October 14, 2023
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife #TeToca pic.twitter.com/QdvOW8pSWE