კავკასიის ავტო იმპორტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დამარცხდა
International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კავკასიის ავტო იმპორტი უკრაინულ სარმატს დაუპირისპირდება და უმძიმეს ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ქართული გუნდი მე-11 წუთზე კიკნაძის გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი დიდებულადაც ჩაატარა, მაგრამ გოლიდან 2 წუთში უკრაინელებმა წონასწორობა აღადგინეს და გუნდები შესვენებამდე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარში, სარმატი გააქტიურდა და 25-ე წუთზე წინ გავიდა. ამის შემდეგ, კავკასიელები ძალიან ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის ავტო იმპორტმა მერვედფინალში, საოცარი ბრძოლის შედეგად ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი „აირონ თიმსი“ დაამარცხა.
კიკნაძის გოლი