სანდრო ტონალი
Aa
Aa

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - ტონალი მძიმე სიტუაციაშია

სანდრო ტონალი არასასიამოვნო სიტუაციაში გაეხვა. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნიუკასლის“ ნახევარმცველი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ებრძვის.

ყველაფერი დღეს დილით, იტალიის ნაკრების ვარჯიშზე დაიწყო, სადაც სამართალდამცავები მივიდნენ. Corriere della Sera-ს ცნობით, პოლიციამ ტონალისა და ძანიოლოს სატელეფონო საუბარი ამოიღო, სადაც ფეხბურთელები ამ ყველაფრის შესახებ საუბრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ კანონის მიხედვით, ნებისმიერ ფეხბურთელს ეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

ვიგებთ, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ტონალი ტიროდა და დახმარებას ითხოვდა. მისი სურვილია, რომ აღნიშნულ დამოკიდებულებას ებრძოლოს. ამისთვის კი მას პირველ რიგში საკუთარ ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ სანდროს გარემოცვა ამ ყველაფერს ახალგაზრდულ შეცდომად თვლის, ტონალი იტალიის ფეხბურთის ფედერაციას დათანხმდა, რომ თერაპიას გაივლის.

არის შანსი, რომ 23 წლის ნახევარმცველი ფეხბურთიდან 3 წლით მოკვეთონ. ამას ტონალი კარგად იაზრებს და ყველაფერს ცდილობს, რომ ასე არ მოხდეს. ამ ყველაფრის პარალელურად, „ნიუკასლი“ მაქსიმალურ სიჩუმეს ინარჩუნებს. წყარო წერს, რომ ედი ჰოუ ტონალისთან პირად საუბარს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიადაზე? - IOC განცხადებას ავრცელებს
ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიადაზე? - IOC განცხადებას ავრცელებს