ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი მძიმე ტრავმას გადაურჩა? - ნაპოლი საბოლოო დასკვნის მოლოდინშია

საუდის არაბეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც 59-ე წუთზე შეცვალეს. დიდი ალბათობით, ოსიმენის ტრავმა მძიმე არაა, თუმცა კლუბი გამოკვლევის საბოლოო პასუხს ელოდება.

იტალიის ეროვნული ნაკრების სამედიცინო სტაფის ყოფილმა ხელმძღვანელმა ენრიკო კასტელაციმ ოსიმენთან დაკავშირებით განაცხადა:

„სრულყოფილ გამოკვლევას ველოდებით, მაგრამ თუ ტრავმა დაღლილობისგანაა გამოწვეული, დაზიანება მძიმე არ იქნება’’.

საუდის არაბეთი-ნიგერიის ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. ოსიმენს გოლი არ გაუტანია.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 24 წლის ფორვარდმა 8 მატჩში 6 გოლი შეაგდო, ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნიონთან’’ და მადრიდის „რეალთან’’ თავი გოლით ვერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები