NBA, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის ზუსტი სამქულიანები - სან ანტონიომ მაიამი დაამარცხა

NBA-ს წინასასეზონო შეხვედრაში „სან ანტონიო სპურსმა’’ „მაიამი ჰიტი’’ 120:104 დაამარცხა.

გამარჯვებულთა ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 9:24 წუთი გაატარა. მის აქტივში 6 ქულა, 3 მოხსნაა და 1 ჩაჭრაა. აღსანიშნავია რომ სანდროს ორივე სამქულიანი ზუსტი იყო.

მამუკელაშვილის გუნდელთაგან საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც 23 წუთში 23 ქულა ჩააგდო, ფარიდან ბურთი 4-ჯერ მოხსნა და 4 პასი შეასრულა.

NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე მამუკელაშვილის გუნდი კიდევ სამ შეხვედრას ჩაატარებს,  ორჯერ „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდებიან, დასკვნით მატჩში „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები