ედენ აზარი
Aa
Aa

ჩელსიში ყოფნისას აზარს ბურგერების ყიდვას უკრძალავდნენ

„ჩელსის“ „რეალისა“ და „ლილის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ბელგიელმა შემტევმა სოციალურ ქსელებში განცხადება გამოაქვეყნა და მისი წასვლის შემდეგ, ბევრი საინტერესო ისტორია გავრცელდა.

ცნობილი ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის მიხედვით, ლონდონის „ჩელსიში“ ყოფნისას, აზარს აკრძალული ჰქონდა ეყიდა ბურგერები სწრაფი კვების მანქანებში, რომლებიც „სტემფორდ ბრიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებული. მატჩების შემდეგ, ედენი მათ ხშირად სტუმრობდა და ბურგერებსა და სხვა კერძებს ყიდულობდა, რაც „ლურჯების“ ხელმძღვანელობას არ მოსწონდა.

ბელგიელ ფეხბურთელს წონასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველთვის ჰქონდა და „არისტოკრატების“ მესვეურებმა გადაწყვიტეს, მისთვის მსგავსი ტიპის აკრძალვა დაეწესებინათ. Daily Mail-ის მიხედვით, ამან აზარის ფიზიკურ კონდიციებზე დადებითად იმოქმედა.

ცნობისთვის, ედენი „ლურჯებში“ 2012 წელს გადავიდა და „სტემფორდ ბრიჯზე“ 7 წელიწადი გაატარა. მან მონაწილეობა 352 შეხვედრაში მიიღო და 110 გოლითა და 92 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა 90 Min-მა ხვიჩა?
მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა 90 Min-მა ხვიჩა?