ვილემ ვან ჰანეგემი: „უტრეხტიც ტაილანდის დღეშია, ათამაშეთ მიქაუტაძე“
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვილემ ვან ჰანეგემმა გიორგი მიქაუტაძის „აიაქსზე“ ისაუბრა. ვან ჰანეგემი ქართველი თავდამსხმელის პოკერს გამოეხმაურა, რომელიც მან ტაილანდს შეუსრულა და დასძინა, რომ ამსტერდამულ კლუბს შეუძლია, ჩემპიონატი საუკეთესო 4 გუნდს შორის დაასრულოს.
„აიაქსის მომდევნო მეტოქე, უტრეხტი ყოველ წელს მესამე ან მეოთხე ადგილზე გადის, მაგრამ მაინც მთელ ავტობუს ფეხბურთელებს ყიდულობს. აიაქსი დაფიქრდა და იმავეს გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ ორივე კლუბისთვის ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა. მიუხედავად ამისა, ვერ წარმომიდგენია, რომ ამსტერდამელები ტოპ 4-ს მიღმა დარჩნენ.
გიორგი მიქაუტაძემ ტაილანდს პოკერი შეუსრულა? მაშინ ძირითად შემადგენლობაში დავაყენებდი. უტრეხტი, ტაილანდის მსგავსად, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება და მიქაუტაძეს შანსი უნდა მისცენ“.
ცნობისთვის, „უტრეხტს“ 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. „აიაქსი“ მას სტუმრად შეხვდება და მატჩი 22 ოქტომბერს, თბილისის დროით, 14:15-ზე დაიწყება.