მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა 90 Min-მა ხვიჩა?
ცნობილმა სპორტულმა ვებგვერდმა, 90min.com-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები დაასახელა. 90 Min-მა ტოპ 25 შემოგვთავაზა და მის რჩეულთა შორის „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფება, რომელიც მე-11 ადგილს იკავებს.
„2022 წლის ზაფხულში, ნაპოლიში ტრანსფერის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ „კვარადონას“ მეტსახელი მოიპოვა. სათამაშო სტილის, ინსტინქტებისა და დრიბლინგის წყალობით, ქართველი სუპერვარსკვლავი გულშემატკივრების ფავორიტი მალევე გახდა. ხვიჩა საოცრად ამაღელვებელი გარემარბია, რომლის არაპროგნოზირებადობამ და მრავალმხრივობამ მის მეტეორულ აღმასვლაში დიდი წვლილი შეიტანა. 2022/23 წლების სეზონში, იგი სერია A-ს საუკეთესო მეპასე გახდა და 12 გოლიც გაიტანა“, - წერს 90min-ი.
ცნობისთვის, „კვარაზე“ წინ კინგსლი კომანი, ბუკაიო საკა, სონ ჰინ მინი, რაფაელ ლეაუ, ლეროი სანე, ბერნარდუ სილვა, მოჰამედ სალაჰი, ვინისიუს ჟუნიორი, ლიონელ მესი და კილიან მბაპე იმყოფებიან. „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი პირველი გახლავთ, მესი - მეორე, ვინისიუსი - მესამე.
გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩა მიკელ ოიარსაბალს, დეიან კულუსევსკის, ფედერიკო კიეზას, რიად მაჰრეზს, გაბრიელ მარტინელის, ანხელ დი მარიას, უსმანე დემბელეს, სერჟ გნაბრის, ლუის დიასს, ჯეკ გრილიშს, როდრიგო გოეშს, მარკუს რაშფორდს, ნეიმარსა და მუსა დიაბის უსწრებს.