კრიშტიანუ რონალდუ, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: მესისა და რონალდუს წასვლა ლა ლიგისთვის პრობლემა არ ყოფილა

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თვლის, რომ ესპანეთიდან ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს წასვლა მათთვის პრობლემა არ ყოფილა.

„მათი წასვლა პრობლემას არ წარმოადგენდა. ლა ლიგის გავლენა მთელ პლანეტაზე ვრცელდება. ჩვენი რიცხვები ჯერ კიდევ ფანტასტიკურია.

რვა წელია ჩვენ ვმუშაობთ ბრენდის, გუნდებისა და ტურნირის ზრდის სტრატეგიაზე. ჩვენ კონკურენტუნარიანი ლიგა ვართ, ნაწილობრივ ევროპაში ჩვენი გუნდების კარგი მუშაობის წყალობით“,

- განაცხადა ხავიერ ტებასმა Festival dello Sport-ზე.

ლა ლიგის პირველმა პირმა პსჟ-ს შესახებაც ისაუბრა და მათ ფინანსურ ლიმიტზე ირონიული კომენტარი გააკეთა:

„ჩვენ ვიცით, რომ პსჟ-მ 605 მილიონი ევრო დაკარგა და ფინანსური რეგულატორების გარეშე მათი ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა.

პსჟ შეიძლება ჩემპიონი მხოლოდ ფულის ფლანგვაში გახდეს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო | ნორვეგიამ კვიპროსი გაანადგურა
ესპანეთმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო | ნორვეგიამ კვიპროსი გაანადგურა