მესი: „არ ვიცი ვინ არის“ - სანაბრიამ ლეოს მატჩის დროს შეაფურთხა
Aa
Aa

მესი: „არ ვიცი ვინ არის“ - სანაბრიამ ლეოს მატჩის დროს შეაფურთხა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, არგენტინამ პარაგვაის უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ლეო მესი შეხვედრაში 53-ე წუთზე ჩაერთო. „ლა პულგას“ გატანა ორჯერ შეეძლო, ჯერ კუთხურიდან და შემდეგ ჯარიმიდან, თუმცა ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. თუმცა მატჩში მისი მონაწილეობით ეს ყველაზე ხმაურიანი მომენტი არ ყოფილა.

პარაგვაელმა ფეხბურთელმა ანტონიო სანაბრიამ, რომელიც კარიერას „ბარსელონას“ აკადემიაში იწყებდა, 70-ე წუთზე მესის შეაფურთხა.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ „ტორინოს“ ფორვარდმა შელაპარაკების შემდეგ, როცა მესი უკვე გაბრუნდა და წავიდა, სანაბრიამ მას შეაფურთხა.

„მე ეს არ დამინახავს. გასახდელში მითხრეს, რომ მათმა ერთ-ერთმა მოთამაშემ შემაფურთხა. არც კი ვიცი ის ვინ არის. მე ეს არ დამინახავს. უბრალოდ მითხრეს.

არ მინდა ამას ყურადღება მივაქციო, რადგან შემდეგ ყველგან ამაზე ისაუბრებს და რაც ყველაზე ცუდია, ეცდება სახელი გაითქვას. უმჯობესია ეს ყველაფერი აქ დავტოვოთ“,

- განაცხადა მესიმ თამაშის შემდეგ.

სანაბრიამ ამ ინციდენტზე მცირე კომენტარი გააკეთა და ყველაფერი კამერის რაკურსს დააბრალა:

„ამას უარვყოფ. ლეო ჩემგან შორს იმყოფებოდა და ეს ყველაფერი უბრალოდ კამერის რაკურსის დამსახურებაა. მომხდარს კატეგორიულად უარვყოფ".

პარაგვაელი სანაბრია „ბარსელონაში“ 2009 წლიდან 2013 წლამდე იყო. მას ადრე ლეოსთან ერთად ფოტოც აქვს გადაღებული.

რაც შეეხება მატჩს, არგენტინამ მე-3 წუთზე ოტამენდის გოლით მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვეშის ყოფილი მეუღლე: დანი ჩემთვის მკვდარია
ალვეშის ყოფილი მეუღლე: დანი ჩემთვის მკვდარია