შოთა არველაძე, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

შოთა არველაძე: იმედი მაქვს მიქაუტაძეს აიაქსში მეტი სათამაშო დრო მიეცემა

საქართველოს ნაკრებმა ტაილანდს ამხანაგურ შეხვედრაში 8:0 მოუგო.

მატჩი ისტორიული გამოდგა და ქართველმა ფეხბურთელებმა ერთბაშად 3 პირადი რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს. ერთ-ერთი ასეთი პოკერი იყო, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა. აქამდე ნაკრების არცერთ მოთამაშეს ერთ შეხვედრაში 4 გოლი გატანილი არ ჰქონდა.

ამ ფაქტს შოთა არველაძე გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ „აიაქსში“ მიქაუტაძეს სათამაშო დრო გაეზრდება:

„გიორგი მიქაუტაძეს ვულოცავ პირველ პოკერს, ეროვნული ნაკრების მაისურით. ისტორიული მიღწევაა და მიხარია, რომ მისი სანაკრებო კარიერა, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ეს გოლები ფსიქოლოგიურადაც წაადგება და იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რომელსაც იმსახურებს“.

რაც შეეხება კიდევ ორ რეკორდს:

აქამდე პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებს 6-ბურთიანი სხვაობით არასდროს ჰქონდა მოგებული. ტაილანდს კი 6:0 მოვუგეთ.

საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში მატჩი ყველაზე დიდი ანგარიშით (8:0) მოიგო. ამ დღემდე რეკორდი სომხეთთან 7:0 იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს კარგი გაკვეთილი იყო“ - რა ითქვა მესხზე
„ეს კარგი გაკვეთილი იყო“ - რა ითქვა მესხზე