ესპანეთმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო | ნორვეგიამ კვიპროსი გაანადგურა
შოტლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ქულები პირველად დაკარგა. „სკოტებმა“ ესპანეთის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს და სტუმრად გამართულ შეხვედრაში 0:2 დამარცხდნენ.
მატჩი „ფურია როხას“ უდიდესი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მე-60 წუთზე, მასპინძელთათვის საშინელი რამ მოხდა. სკოტ მაკტომინეიმ ჯარიმა გაიტანა და შოტლანდია დააწინაურა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში 74-ე წუთზე გახსნა. ალვარო მორატამ ხესუს ნავასის გადაცემით ისარგებლა და „ფურია როხა“ დააწინაურა. 12 წუთში, თავი სანსეტმა გამოიჩინა და ესპანეთმა დამაჯერებლად იმარჯვა. „ფურია როხამ“ 12 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ესპანეთისა და შოტლანდიის პარალელურად, კვიპროსისა და ნორვეგიის დაპირისპირება გაიმართა. თემურ ქეცბაიას გუნდმა სკანდინავიელების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 0:4 განადგურდა. ნორვეგიელთა მხრიდან თავი სორლოტმა, ჰოლანდმა (დუბლი) და აურსნესმა გამოიჩინეს. ნორვეგიას 10 ქულა აქვს და მომდევნო მატჩი საკუთარ კედლებში, ესპანეთთან ელის.