გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გოლის გატანა შესძლებია“ | ნიდერლანდური პრესა მიქაუტაძის შთამბეჭდავ თამაშზე

გიორგი მიქაუტაძემ ისტორია დაწერა და ტაილანდთან გამართულ ამხანაგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა. „აიაქსის“ თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით პოკერი შეასრულა და ნიდერლანდურ გამოცემებს მისი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.

De Telegraaf: „გიორგი მიქაუტაძეს გოლის გატანა შესძლებია. აიაქსის ფეხბურთელმა ტაილანდთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 8:0 მოიგო, 4 ბურთი შეაგდო. მას ჰეთ-თრიქის გასაფორმებლად მხოლოდ 17 წუთი დასჭირდა და მოედანზე გატარებული თითქმის 60 წუთის შემდეგ შეცვალეს.

მიქაუტაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრების მაისურით 4 გოლი გაიტანა. იგი აიაქსში მეციდან, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ ნიდერლანდების ჩემპიონატში ჯერჯერობით მხოლოდ 165 წუთი აქვს ნათამაშები“.

Algemeen Dagblad: „გიორგი მიქაუტაძეს აიაქსის მაისურით ერედივიზიეში 165 წუთი აქვს ნათამაშები, მაგრამ საქართველოს ნაკრების რიგებში, 22 წლის თავდამსხმელმა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენა. მან ტაილანდს 4 გოლი გაუტანა, მისმა გუნდმა კი 8:0 მოიგო. მიქაუტაძე აიაქსში მეციდან, 16 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ ამსტერდამში შთაბეჭდილება ჯერ ვერ მოახდინა.

მორის სტეინმა ქართველი ფეხბურთელი სიტარდთან 90 წუთი ათამაშა, მაგრამ ტვენტესთან და ალკმაართან თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართო, ფეიენოორდთან კი დრო საერთოდ არ დაუთმო. ამ მხრივ, ტაილანდთან ნაჩვენებმა თამაშმა მიქაუტაძეს თავდაჯერებულობა უნდა დაუბრუნოს. ამხანაგურ შეხვედრაში, მან ანგარიში 3:0, 4:0 და 5:0 17-წუთიან მონაკვეთში გახადა. მეორე ნახევარში, კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მალევე მოედნიდან გაიყვანეს“.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი კვირას, 17:00 საათზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ „მიხეილ მესხზე“ ითამაშებს და კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა ხვიჩა?
სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა ხვიჩა?