რამაზ სვანაძე
Aa
Aa

U21: საქართველო ბათუმში ნიდერლანდებთან დამარცხდა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მე-3 ტურის შეხვედრაში ნიდერლანდებს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და საგოლე მომენტებიც შექმნა. გატანაც მართებდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

სტუმრებმა 26-ე წუთზე კარში პირველად დაარტყეს და გაიტანეს. მეიერმა ანგარიში გახსნა და ტაიმის მიწურულს 46-ე წუთზე მეორეც გაიტანა.

მეორე ტაიმში ნოა ოჰიომ 57-ე წუთზე მესამეც გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ქართველმა ფეხბურთელებმა მომენტები მეორე ტაიმშიც შექმნეს, თუმცა ბოლო მომენტში საშემსრულებლო ოსტატობა დააკლდათ.

ამრიგად, ნიდერლანდებმა ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი მოიპოვა და 9 ქულა დააგროვა. საქართველო კი 6 ქულით მეორეა. მომდევნო შეხვედრაში 17 ოქტომბერს სვანაძის გუნდი შვედეთს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან საუკეთესო მეორეადგილოსნები გადიან. საქართველო ჯერჯერობით კარგ შანსს ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალი: ფინეთი VS საქართველო | ფრე უხვგოლიან შეხვედრაში
ფუტსალი: ფინეთი VS საქართველო | ფრე უხვგოლიან შეხვედრაში