ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ალბერტ რიერა
Aa
Aa

დავითაშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ბორდო ალბერტ რიერამ ჩაიბარა

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ მთავარი მწვრთნელი დავიდ გუიონი თანამდებობიდან დაითხოვა და მის ნაცვლად ესპანელი ალბერტ რიერა დანიშნა.

41 წლის ესპანელი ბოლოს სლოვენიურ „ცელიეში“ მუშაობდა. საფეხბურთო კარიერისას კი რიერა ყველაზე კარგად ქომაგებს რაფაელ ბენიტესის „ლივერპულიდან“ ახსოვთ. „ბორდოში“ კი ესპანელი 2003-2005 წლებში ასპარეზობდა.

რიერა „ბორდოსთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

გასულ სეზონში, იგი „ოლიმპია ლუბლიანაში“ მუშაობდა და დიდ წარმატებას მიაღწია. რიერამ გუნდთან ერთად დუბლი მოიგო (ჩემპიონატი და თასი) და წლის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად დაასახელეს, თუმცა „ოლიმპიამ“ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. ესპანელმა სპეციალისტმა შედეგი „ცელიეშიც“ დადო. უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მისმა გუნდმა პორტუგალიური „გიმარაეში“ დაამარცხა, შემდეგ „ნემანს“ მოუგო, პლეიოფში კი თელ ავივის „მაკაბისთან“ წააგო.

დავითაშვილის „ბორდოს“ საფრანგეთის ლიგა 2-ში უკვე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ჟირონდელთა ანგარიშზე მხოლოდ 11 ქულაა. გუნდი სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს და სამეულში მოსახვედრად 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს.

ზურიკოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 21 ოქტომბერს ელის და სტუმრად მესამეადგილოსან „ანჟერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე-ნაპოლი: გზა იუვედან ტოტენჰემამდე და კვარა-ოსიმენი გოლების წვიმის მოლოდინში
კონტე-ნაპოლი: გზა იუვედან ტოტენჰემამდე და კვარა-ოსიმენი გოლების წვიმის მოლოდინში