ამ კომპონენტში, ნინიაშვილი მსოფლიო თასზე საუკეთესოა! - RUGBYRAMA მონაცემებს აქვეყნებს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, დავით ნინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო პორტალმა, RUGBYRAMA-მ ჯგუფურ ეტაპზე მორაგბეების მიერ დაფარული მანძილი დაითვალა, რომელშიც პირველ ადგილზე 21 წლის ქართველ მორაგბე, დავით ნინიაშვილი გვხვდება.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით ნინიაშვილმა საქართველოსთვის უკვე დასრულებულ მსოფლიო თასზე 424 მეტრი დაფარა და მეორეადგილოსან იტალიელ მონტი იოანეს, რომელსაც 372 მეტრი ჰქონდა დაფარული, 52 მეტრით გაუსწრო. მესამე-მეოთხე ადგილებს 371 მეტრით შოტლანდიელი დარსი გრემია და ირლანდიელი ბანდი აკი არიან, მეხუთე პოზიციას კი ასევე ირლანდიელი უფრო კინანი იკავებს, რომელსაც 350 მეტრი აქვს დაფარული.
Quelques stats à la fin de cette fin de phase de poules de #RWC2023 ! ???? pic.twitter.com/PwmVdcijCO
— RUGBYRAMA (@RugbyramaFR) October 12, 2023
ასევე, საგულისხმოა, რომ გუშინ, ცნობილმა ავსტრალიურმა გამოცემა ROAR-მა დავით ნინიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეთა ასეულში შეიყვანა. სააგენტოს ვერსიით, 21 წლის მორაგბე 100 მოთამაშეს შორის 49-ე ადგილს იკავებს.