ლევანდოვსკი: “მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა“
როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკი ამჟამად ტრავმირებულია და ჟურნალისტებთან სასაუბროდ მოიცალა. პოლონელი თავდამსხმელი MARCA-ს სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.
ლევანდოვსკი:
„გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მალე დასრულდა და წელს ყველა ამაზე ვაკეთებთ აქცენტს, რადგან ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. გასულ წელთან შედარებით, ახლა უფრო მშვიდად და სტაბილურად ვართ. იყო გარკვეული საკადრო ცვლილებები, მაგრამ ბირთვი შევინარჩუნეთ.
ვფიქრობ, წელს გაცილებით კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და ვითამაშებთ. განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. სწორედ ამას ველი საკუთარი თავისგან და გუნდისგან. მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, ჩავი ერნანდესისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. ვფიქრობ, თავის მხრივ დროის სვლასთან ერთად, ჩავიც უმჯობესდება.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ლა ლიგა პირველ ადგილზე დავასრულოთ და ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გავიდეთ. ასევე ვიაზრებ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იღბალი და გამართლება არის საჭირო.“
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონაში“ ახლა ტრავმების ეპიდემიაა. ჩავი ერნანდესის განკარგულებაში ლევანდოვსკი, პედრი, დე იონგი, რაფინია, გავი, კუნდე და იამალი არ არიან.