1988 წელს, მარკო ვან ბასტენმა საბჭოთა კავშირის ნაკრებს დიდებული გოლი გაუტანა და ნიდერლანდებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა..
ტრიუმფი თესავს ტრაგედიის თესლს. კარიერული მაღალი დონის განმარტება არის ის, რომ ის ვერასოდეს დაიბრუნებს, რაც შემდგომში შეიძლება მოძრაობდეს მხოლოდ ქვევით, სწრაფად ან ნელა.. თანდათანობით ან გადამწყვეტად..
ფეხბურთელები ასეთ დღეებში სპრინტერებს ჰგვანან.. სხეულის მეზომორფული ტიპი.. ასევე, სხეულის ზედა წონით სამუშაო და ექვსი სახეხი, რომლითაც შეგიძლიათ ყველი გახეხოთ..
ამასთან შედარებით, პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები უფრო ექვს შეკვრა ლაგერის და გახეხილი ყველის სენდვიჩებს ჰგავდნენ..
ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი თავდამსხმელები არ იყვნენ.. მაგალითად, დენის ლოუ ისე ღელავდა, რომ მისი ჩვეულებრივი გრძელმკლავიანი მაისური ნიავის დროს ისე ფრიალებდა, როგორც გასაშრობად ჩამოკიდებული სარეცხი..
იან რაში ულვაშებით გადაჯვარედინებულ კიდურებს წააგავდა.. გარი ლინეკერის გაპრიალებული ბარძაყები ჯერ კიდევ ესპანეთში წასვლამდე გაირუჯა..
მარკო ვან ბასტენში რაღაც განსხვავებული იყო.. დასაწყისისთვის ის 6 ფუტი და 2 ინჩი იყო. იმავე სიმაღლის, როგორც მისი მოწინააღმდეგე პაოლო მალდინი.. ასევე, უფრო მაღალი, ვიდრე რონალდ კუმანი და მიკ მაკკარტი.. გიგანტების ასაკი ჯერ თვალშისაცემი არ იყო..
ბევრი დიდი ბიჭისგან განსხვავებით, ვან ბასტენი თავის მოძრაობებში საკმაოდ მოხდენილი იყო..
„ჩემი ახალგაზრდობის ოცნება ტანმოვარჯიშეობა იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ფეხბურთის თამაში საკმაოდ კარგად შემეძლო.“ - განაცხადა ნიდერლანდელმა ლეგენდამ
მოქნილ „უტრეხტის გედს“ „აიაქსის“ თამაშის წაკითხვის უნარი გააჩნდა. ღვთისგან ბოძებული ნიჭი მარკოს საშუალებას აძლევდა, რომ საჯარიმოში ისეთ ადგილზე დახვედროდა ბურთს, სადაც დამცველები ვერც კი იწინასწარმეტყველებდნენ..
მისმა აშკარად სხვანაირად განვითარებულმა ტვინმა იცოდა, როგორ დაესრულებინა მომენტი: თავი ან ფეხი, ძალა ან განლაგება..
ვან ბასტენს გამხდარი ფეხები ჰქონდა, მაგრამ ძლიერი, როგორც საკონცერტო პიანისტს თითები.. ერთხელ, რინგო სტარმა ერთადერთ მოწვეულ მუსიკოსზე, რომელმაც თანაკრედიტი მიიღო „ბითლზის“ ჩანაწერზე, თქვა: „ის არასდროს იყენებდა თითებს არასწორად.“
ვან ბასტენს ფეხბურთთან ზუსტად ასეთი ურთიერთობა ჰქონდა..
1964 წლის ჰელოუინზე დაბადებულმა ლეგენდამ 6 წლის ასაკში, ადგილობრივ გუნდში დაიწყო თამაში. 10 წლის შემდეგ, „აიაქსს“ შეუერთდა.. 1982 წელს მისი დებიუტი შედგა და მან თვით იოჰან კრუიფი შეცვალა. ვან ბასტენმა 20 წუთში სადებიუტო გოლიც გაიტანა.. იმ სეზონში მარკომ 20 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, ხოლო ამსტერდამულმა კლუბმა პირველი თავდამსხმელი ვიმ კიფტი „პიზას“ მიჰყიდა..
ეს სწორი ინვესტიცია იყო. ლეგენდარულმა ყოფილმა თავდამსხმელმა შემდეგ ოთხ სეზონში საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა.
28 გოლი 26 მატჩში..
22 გოლი 33 მატჩში..
26 გოლი 37 მატჩში..(ოქროს ბუცი ამ სეზონში)
31 გოლი 27 მატჩში..
1986/87 წლების სეზონში, ვან ბასტენმა ევროპის თასების მფლობელთა თასზე 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ერთი მათ შორის ეფექტური თავური დარტყმით „ლოკომოტივ ლაიფციგთან“..
იმ დროისთვის, ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატად სერია ა მიიჩნეოდა, სადაც სილვიო ბერლუსკონი საოცარ „მილანს“ აყალიბებდა. მთავარი მწვრთნელი არიგო საკი იყო, რომელმაც ვან ბასტენი 875 000 ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადაიყვანა.. მასთან ერთად „როსონერიში“ რუუდ გულიტი მოხვდა..
ორივე ნიდერლანდელმა დიდებულად დაიწყო, მაგრამ მალე მარკომ რამდენჯერმე ტერფის ტრავმა მიიღო. საიმონ კუპერი წერდა: „როგორც მოთამაშე, ახალგაზრდა ვან ბასტენი უკვე კვდებოდა, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევდა..“
მძიმე ტრავმის შემდეგ, ნიდერლანდელი გაზაფხულზე დაბრუნდა და დიეგო მარადონას „ნაპოლის“ ნეაპოლში გაუტანა. მისი მიზანი სკუდეტოს კვლავ ჩრდილოეთით წაღება იყო..
გამოჯანმრთელებული და დასვენებული ვან ბასტენი მზად იყო სიყვარულის - და სიძულვილის ზაფხულისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო..
1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ვან ბასტენი რინუს მიხელსმა მესამე თავდამსხმელად წაიყვანა. ტოტალური ფეხბურთის გამომგონებელმა პირველ თავდამსხმელად „პიზაში“ გაშვებული ვიმ კიფტი აირჩია, ხოლო მეორე ჯონი ბოსმანი გახდა..
მოგვიანებით ვან ბასტენმა აღიარა: „ბოსმანმა რამდენიმე თამაში მართლაც კარგად ითამაშა და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობდა. რეალურად, გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლა არ შეიძლება..“
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე The Times-მა ინტერვიუ რუუდ გულიტთან ჩაწერა, რომელმაც თქვა: „ვან ბასტენი შესაძლოა ჩვენთვის დიდი იარაღი იყოს. მას აქვს განსაკუთრებული უნარი დაინახოს თავისუფალი ადგილი და გაათავისუფლოს სივრცე. ასეთ დროს კი მას ვერავინ ამჩნევს..“
შანსი მალე მიეცა. ნიდერლანდებმა საბჭოთა კავშირის ნაკრებთან უსახურად ითამაშეს და 0:1 წააგეს. შემდეგი მატჩი კი ინგლისთან იყო, სადაც ვან ბასტენი გამოჩნდა. ნიდერლანდები კარგად თამაშობდა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში გარი ლინეკერი და გლენ ჰოდლი „სამი ლომის“ შეტევას მნიშვნელოვნად ამწვავებდნენ..
პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, რუუდ გულიტმა ვან ბასტენი იპოვა, პასი გაუკეთა და მარკომ ანგარიში გახსნა. ინგლისმა 53-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ ის დღე მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. ვან ბასტენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ნიდერლანდებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა!!
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნიდერლანდები გელზერკინხენში ირლანდიას ხვდებოდა. ირლანდიას ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა. მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გუნდები ქულებს გაიყოფდნენ, მაგრამ ვიმ კიფტი ასე არ ფიქრობდა. 82-ე წუთზე გაისროლა და ნიდერლანდებმა მოიგო!!
ნახევარფინალში მიხელსის გაწვრთნილი ნაკრები თავის უდიდეს მტერს გერმანიას ხვდებოდა. დრო იყო ნიდერლანდებს ისტორია გადაეწერათ..
ნიდერლანდურ-გერმანულმა კონფლიქტმა სოციოლოგიის უამრავი წიგნი შექმნა. ასევე, სპორტის ზოგიერთი უდიდესი ლიტერატურაც, მაგრამ მეტოქეების მნიშვნელობის და მასში ვან ბასტენის მთავარი როლის გათვალისწინებით, წინ საუკუნის დაპირისპირება მზადდებოდა..
ამ ყველაფერს ევროპაში „აიაქსისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებებიც უძღოდა წინ. გერმანია მასპინძელი ქვეყანა იყო და ჰამბურგის Volksparkstadion-ზე 56 000 ადამიანიდან 50 000 ბუნდეს ნაკრებს გულშემატკივრობდა..
ანგარიში 55-ე წუთზე ლოთარ მათეუსმა გახსნა, რასაც რონალდ კუმანმა ასევე პენალტის ნიშნულიდან უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ყველაფერზე ადაპტაციის დრო 89-ე წუთზე დადგა. საქმეში კვლავ მარკო ვან ბასტენი ჩაერთო..
კუმანმა ცენტრში უოტერსი იპოვა, რომელმაც გრძელი პასი მარკოსკენ გააკეთა. ვან ბასტენი ბურთს ვერ ასწრებდა და დარტყმის დროს მინდორზე გასრიალდა, რამაც შედეგი გამოიღო და ბურთი იმელის კარში შეგორდა!!
ვან ბასტენმა თქვა: „გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვება, განსაკუთრებით გერმანიაში ხშირად არ ხდება. 1974 წლის მარცხის შემდეგ, ნიდერლანდებმა საბოლოოდ მოიგო. ყველაფერი დადებითად მოხდა. ფეხბურთელები საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. არავინ ნერვიულობდა. ვიცოდით, რომ მოგება შეგვეძლო!!“
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ნახევარფინალში იტალია დაამარცხა, სადაც მოზარდი პაოლო მალდინი თამაშობდა..
მიუნხენში ფინალი ნელი ტემპით დაიწყო. ნახევარი საათი დასჭირდა ნიდერლანდებს, რომ გოლი გაეტანა. ვან ბასტენმა შესანიშნავი მომენტი შეუქმნა გულიტს და ანგარიში გაიხსნა - 1:0.
შემდეგ კი 54-ე წუთზე გავიდა, გოლი, რომელზეც ათობით წლების შემდეგაც კი აღფრთოვანებით საუბრობენ..
არნოლდ მუჰრენის შორეული მაღალი გადაცემა, კარიდან 6 იარდის მოშორებით, სადაც ვან ბასტენი იმყოფებოდა..
„ყველამ თქვა, რომ ეს საუკეთესო პასი იყო, რაც კარიერაში გამიკეთებია, მაგრამ ეს სისულელეა. ყველაფერი მარკომ გააკეთა.“ - თქვა მუჰრენმა
ვან ბასტენმა მოგვიანებით ამ გოლზე ისაუბრა: „ცოტა დაღლილი ვიყავი. ბურთი ჩემსკენ მოფრინავდა და ვიფიქრე, რომ რაიმე არაორდინალურის გაკეთება შემეძლო ამ დაცვითი ფეხბურთის წინააღმდეგ. ყველაფერი მარტივი გზით გავაკეთე. მომიახლოვდა, თუ არა ბურთი პირდაპირ დავარტყი..“
საბედნიეროდ მან გარისკა და გაისროლა..
ცბიერი რინუს მიხელსი კარგად ხვდებოდა რას უმზადებდა მის ნაკრებს ისტორია და რა შედეგს აღწევდნენ. ის სათადარიგოთა სკამიდან ადგა, სახეზე ხელი აიფარა და თავი გააქნია.. იმავდროულად, თავდამსხმელი, რომელიც მიხელსმა მესამე კანდიდატად წაიყვანა მეხუთე მატჩში მეხუთე გატანილ გოლს აღნიშნავდა..
„ეს უბრალოდ ფანტასტიკური გრძნობა იყო, მაგრამ იმ მომენტში ვერ მივხვდი, თუ რამ ააღელვათ ასე ძალიან ჩემს გოლზე.. ჩემს თავს ვეკითხებოდი, თუ რა ვქენი ასეთი განსაკუთრებული..“ - თქვა ვან ბასტენმა
თანაგუნდელებმაც შეაფასეს მისი გოლი:
კუმანი: „იმ კუთხიდან დარტყმის უფლებაც კი არ გქონდა“
რაიკაარდი: „მართლაც ძალიან რთული შესასრულებელი იყო“
„100-ჯერ, რომ გაიმეოროს, ასეთ გოლს ვეღარ გაიტანს.“ - ჩაიცინა გულიტმა
„უტრეხტის გედმა“ შემდეგ 5 სეზონში 117 გოლი გაიტანა და ოქროს ბურთი სამჯერ მოიგო. ასევე, ის „მილანს“ ევროპის თასის მოგებაში დაეხმარა და სერია ა-შიც ბრწყინავდა.
სამწუხაროდ.. მისი სხეული ცახცახებდა და 1992 წელს ტერფის ოპერაცია სასტიკად წარიმართა..
„ჩემი კარიერის ბოლო 3 წლის განმავლობაში ტკივილი დომინირებდა. ყველაზე ცუდი ის კი არ არის, თუ როგორ მტკიოდა ტერფი, არამედ ის, თუ როგორ მომექცა რამდენიმე ექიმი.. ყველაზე მეტად ტერფი ფეხბურთელებმა კი არა ქირურგებმა დამიზიანეს..“ - ვან ბასტენი
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მიაღწია იმ აღიარებით მწვერვალს, რომლისთვისაც არავის მიუღწევია. მარკომ კარიერა 28 წლის ასაკში დაასრულა..
უბრალოდ დაივიწყეთ რა შეიძლება მომხდარიყო და იფიქრეთ იმაზე, თუ რა გააკეთა ვან ბასტენმა..