მაგუაიერი კრიტიკაზე: „მესის და რონალდუსაც აკრიტიკებდნენ“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, ჰარი მაგუაიერმა დაცინვაზე და კრიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო. ინგლისელმა მცველმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესისაც აკრიტიკებდნენ და დასძინა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა ძველ დონეს დაუბრუნდეს.
„წლების განმავლობაში, ინგლისის ნაკრებში თამაშისას, უამრავი ქება მიმიღია. ალბათ, გასული წელი ასეთი არ იყო, მაგრამ მანამდე, ჩემი მისამართით ბევრ კარგ სიტყვას ამბობდნენ. ფეხბურთი ასეთი სპორტია და ასეთი წესები აქვს. შეუძლებელია, უმაღლეს დონეზე თამაში გააგრძელო და არავინ გაგაკრიტიკოს. ასე არ ხდება თუ მსოფლიოში საუკეთესო არ ხარ, მაგრამ მესის და რონალდუსაც აკრიტიკებდნენ. ასე რომ...
ბოლო წლის განმავლობაში, ჩემზე ბევრს ლაპარაკობენ. ფეხბურთელზე მსგავსი საუბრები რომ დაიწყოს, მან ტოპ შემსრულებლის სტატუსამდე მიმავალი გზა უნდა გაიაროს და მე სწორედ ეს გავაკეთე. ბოლო წლის განმავლობაში, ყველაფერი გეგმის მიხედვით ნამდვილად არ წარიმართა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვითარება გამოსწორდება. საფეხბურთო კარიერა გრძელი გზაა და ბევრ აღმართსა და დაღმართს შეეჩეხები. ეს მცირე დაღმასვლა იყო და ვცდილობ, ძველ დონეს დავუბრუნდე“.
ცნობისთვის, მაგუაიერს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 4 შეხვედრაში აქვს მიღებული. პრემიერ ლიგაში მან 3-ჯერ ითამაშა, ერთხელ კი ინგლისის ლიგის თასზე იასპარეზა.